ადვოკატ ლაშა შუკაკიძის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა სასამართლოს სხდომაზე თვითდაზიანება მიიყენა.
ადვოკატის თქმით, გრიდორიადისმა განაჩენის გამოცხადების მომენტში ამ ფორმით პროტესტი გამოხატა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფება.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ბექა გრიგორიადისი 5 ოქტომბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.