logo
ENG



ადვოკატი: სააკაშვილს დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა

29 ნოე 202117:25
3 წუთის საკითხავი
clock 1862
ვახო ქარელი/ფორმულა

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ზარების განხორციელების უფლება არ აღუდგინეს. 

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსულმა ბასილაიამ ჟურნალოსტებს განუცხადა, ხელისუფლების ამოცანა სააკაშვილის იზოლაციაა. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას დაასწრეს, ეს საერთაშორისო პარტნიორების მიერ ხელისუფლებაზე წნეხს უკავშირდება. 

"დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა ეს ფურცელი საქართველოს ისტორიაში სამწუხაროდ ჩაიწერება, როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ ფორმით წარმოდგენა და გასამართლება ეს არის ქართული ისტორიის სირცხვილი. დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა. ათასობით სხვა პატიმრობაში მყოფ ადამიანს შეუძლია, რომ დარეკოს, სააკაშვილს არ შეუძლია. ხელუსუფლების ამოცანაა სააკაშვილის იზოლაცია. დღესაც სააკაშვილი აქ რომ მოიყვანეს, ხელისუფლებაზე იყო ძალიან დიდი საერთაშორისო წნეხი და მოუწია სააკაშვილის პროცესზე მოეყვანა, თორემ თითს თითზე არ დააკარებდა სასამართლო, რომ ის მოეყვანათ", - განაცხადა ბასილაიამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესს თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. განხილვა 7 ნოემბრის საქმეს ეხებოდა. 


close დახურვა