თამთა თოდაძის ადვოკატის ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ გარბის ოფისიდან ახალგაზრდა ქალი.
საქმე ეხება საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ბიუროს ოფისის ჩანაწერებს. დეპუტატს თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
თოდაძის დედის ინფორმაციით, ჯიშკარიანის ახლობლები მის შვილს საჩივრის უკან გატანისკენ მოუწოდებენ, გზავნილი კი ასეთია: „მაღალჩინოსანთან მაინც ვერაფერს გახდებით“.
თამთა თოდაძის ინფორმაციით, დეპუტატმა მასზე 30 სექტემბერს იძალადა. გამოძიება მიმდინარეობს.