logo
ENG



ადვოკატი მელიას პატიმრობაზე: დღეს ოფიციალურად გაფორმდა ავტოკრატია

17 თებ 202122:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/17/ct1whzfb6y9e66s.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ დღეს ოფიციალურად გაფორმდა ავტოკრატია. ასე შეაფასა მან მელიასთვის პატიმრობის შეფარდება.

მისი თქმით, მოსამართლე ჩახნაშვილი ქართული ოცნების "რუპორია".

"ჩვენ შევედით ავტოკრატიაში. მოსამართლე ჩახნაშვილი არის ოცნების პროპაგანდის რუპორი, ის არის აღმასრულები იმისა, რაც იგეგმება - ქართული ოცნება ერპარტიული პარლამენტიდან გადადის ავტორიტარიზმში. დღეს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება იმის გამო, რომ 30 000 ლარით არ შეავსო აღსრულების ანგარიში, ეს არის ავტოკრატიაში პირდაპირ შესვლა, აქ არანაირი კანონიერება, სამართიანობა, ფორმალური წესების დაცვა არ არსებობს. ეს არ არის პატიმრობა, ეს არის ტყვეობა. ეს არის ავტოკრატიის გაფორმება, თუ აქამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა აქეთკენ ქართული ოცნება, დღეს ოფიციალურად გაფორმდა", - თქვა ადვოკატმა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძება - გირაო პატიმრობით შეუცვალა. მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 


close დახურვა