logo
ENG



ადვოკატის განცხადებით, ენზელ მკოიანს აშანტაჟებენ და მოკვლით ემუქრებიან

10 აგვ 202012:42
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი აცხადებს, რომ ქართული ოცნებს წევრ ენზელ მკოიანს აშანტაჟებენ და მოკვლით ემუქრებიან.

მისი თქმით, მკოიანს ორჯერ, სხვადასხვა სოციალურ ქსელში დაურეკეს.

"დაურეკეს მისსავე მობილურზე, Messanger-ის საშუალებით შემოვიდა ზარი, იქიდან მოსაუბრე პიროვნება ესაუბრებოდა რუსულ ენაზე, თუმცა კავკასიური აქცენტით და მას პირადად განუცხადა, რაც ბატონმა ენზელმა მითხრა, რომ ჩამოსცილებოდა საერთოდ პოლიტიკას, ყოფილიყო თავისთვის წყნარად, არსად განძრეულიყო, არავისთან კავშირი არ ჰქონოდა, თორემ მას მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს წაართმევდნენ", - თქვა ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, მკოიანს 4 დღის შემდეგ, ამჯერად WhatsApp-ის საშუალებით დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე 5 მილიონ დოლარს არ ჩარიცხავს, მოკლავენ. 

ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურას განცხადებით მიმართეს, თუმცა განცხადება რეგიონული პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. ადვოკატი ითხოვს, საქმე პროკურატურამ გამოიძიოს, რადგან პარლამენტის წევრს ეხება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქის ქუჩებში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის. ვიდეო მიმდინარე წლის მარტში მომხდარ ინციდენტს ასახავს. გავრცელებული ინფორმაციით, მკოიანთან ერთად ინციდენტში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი სამველ პეტროსიანი ფიგურირებს. 


close დახურვა