logo
ENG



ადვოკატის თქმით, ხელისუფლება ყველა გზას მიმართავს, რომ სააკაშვილი პროცესზე არ გადაიყვანონ

01 დეკ 202112:43
3 წუთის საკითხავი
clock 700

ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, მათ ამ დრომდე არ აქვთ პასუხი, გადაიყვანენ თუ არა ხვალ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე.

როგორც ადვოკატმა გორის ჰოსპიტალში სააკაშვილთან შესვლამდე აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწროს.

"პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს, მიეცემა თუ არა მესამე პრეზიდენტს შესაძლებლობა, რომ სასამართლოში კვლავინდებურად წარდგეს. რაც დარწმუნებით ვიცით არის ის, რომ ხელისუფლება ყველა გზას მიმართავს იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს და მიხეილ სააკაშვილს აღარ ჰქონდეს ქართველ ხალხთან კომუნიკაციის საშუალება. რაც შეეხება არგუმენტებს, როდის იყო პენიტენციური სამსახური რაიმე არგუმენტებზე აყრდნობდა გადაწყვეტილებებს გადაყვანის ან არგადაყვანის შესახებ. ერთადერთი, რაზეც ეს ხელისუფლება რეაგირებს, სამეუხაროდ, ეს არის ძლიერი საერთაშორისო წნეხი", - ამბობს შოთა თუთბერიძე. 

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.


close დახურვა