logo
ENG



ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილმა გუშინ გონება დაკარგა

25 მაი 202217:18
3 წუთის საკითხავი
clock 906

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გონება დაკარგა. 

მისი თქმით, სააკაშვილს დახმარება ექიმებმა აღმოუჩინეს.

"მასთან საუბრის შედეგად ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მან გუშინ გვიან ღამით დაკარგა გონი, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა. წარმოდგენაც არ გვინდა, თუ რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო, თუკი ეს მოხდებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში", - თქვა ადვოკატმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა.


close დახურვა