logo
ENG



ადვოკატმა ალან პელეტმა უკრაინაში ომის ფონზე საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის საბჭო დატოვა

03 მარ 202217:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/03/bdf7b4ul6xn31wc.jpg

საერთაშორისო სასამართლოს კომისიის წევრმა, ალან პელეტმა, ვინც რუსეთის საბჭოს წევრი იყო და საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ინტერესებს იცავდა, თანამდებობა დატოვა.

მისი თქმით, შეუძლებელი გახდა იმ ქვეყნის დაცვა და წარმომადგენლობა, რომელსაც სძულს სამართალი.

“ჩემთვის პატივი იყოთ თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, ქვეყნის რომელიც ძალიან მიყვარს. მე ვაფასებდი, რომ მაშინ როცა ერთად ვიცავდით მათ, შეგვეძლო თავისუფლად გაგვეცალა ჩვენი აზრი გადაცდომების გარეშე. მე მინახავს სინდისის ქენჯნას ზოგიერთ თქვენგანში და მესმოდა ზოგიერთის უდრეკი ერთგულებაც. თუმცა საკმარისია.

გუშინ მე გადადგომის შესახებ წერილი გავუგზავნე შესაბამის ადამიანებს: ადვოკატებს შეუძლიათ დაიცვან მეტნაკლებად საეჭვო საქმეები, მაგრამ შეუძლებელი გახდა ფორუმებში, რომლებიც კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ, იმ ქვეყნის წარმომადგენლობა, რომელსაც ასე სძულს სამართალი“, - აცხადებს ალან პელეტი.

პელეტი 2014 წელს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის გარშემო რუსეთის ინტერესებს იცავდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ პელეტი 2008-2011 წლებში საერთაშორისო სასამართლოში საქართველო- რუსეთის საქმეში რუსეთის მხარეს იცავდა. საქმე განიხილავდა, რამდენად აღსრულდა 2008 წლის ომში რუსეთის მხრიდან საერთაშორისო კონვენციის ის ნაწილი, რაც რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას ითვალისწინებს.

 

close დახურვა