მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან/და სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.
ხაჭაპურის თქმით, შუამდგომლობა სააკაშვილის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება და დასკვნაში ასახული დიაგნოზები მისი გათავისუფლების საფუძველს იძლევა.
"ვითხოვთ სასჯელიდან გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით, თუ სასამართლო ამას არ გაიზიარებს, მაშინ სასჯელის გადავადებას. საინტერესო მტკიცებულებებია, რომლებიც ამყარებს ჩვენს პოზიციებს", - თქვა ხაჭაპურიძემ ფორმულასთან საუბარში.
28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავდა. მესამე პრეიდენტს პროცესზე დასწრების სურვილი ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კლინიკა ვივამედის ექიმებმა მისი ეტაპირების რეკომენდაცია არ გასცეს, რის გამოს სააკაშვილი პროცესს ვერ დაესწრო. მოსამართლემ სხდომა ვადის გამოცხადების გარეშე გადადო.