ადიგენის სოფელ უდეში 24 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს.
ჭრილობა მას გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი კაცი თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი პაციენტი თბილისში გადაიყვანეს, სადაც მედიკამენტოზურ კომაში ამყოფებენ.
მკურნალი ექიმების თქმით, ტომოგრაფიაზე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა არ გამოვლენილა.
შსს-ში ამბობენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.