logo
ENG



ადიგენში, სოფელ უდეში, მეწყრული პროცესები განვითარდა

20 თებ 202412:12
3 წუთის საკითხავი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა. უხვი ნალექის შემდეგ, სოფელ უდეში მიწის დიდი ნაპრალები გაჩნდა. შედეგად დაიბზარა საცხოვრებელი სახლები.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ხელისუფლება მათ ამბულატორიის ძველ შენობაში თავის შეფარებას სთავაზობს. დაზიანებულია საავტომობილო გზები, რამდენიმე ადგილზე გზაა ჩავარდნილი.

რამდენიმე ოჯახს სახლის დაცლა მოუწია. ზოგიერთი სახლი სრულად დანგრეულია.

"დაიძრა მიწა, ანგრევს სახლებს, არავინაა ჩვენი მომკითხავი. არავინ არაფერს აკეთებს, ვართ ღმერთის ანაბარა. გამგეობიდან ჩამოვიდნენ, სურათები ჩამოიღეს, ვის სახლსაც დაზიანება აქვს, ალტერნატივა არაა სახლის, საავადმყოფოა ძველი და გვეუბნებიან, იქ შესახლდითო"- ამბობს ადგილობრივი.


close დახურვა