logo
ENG



ადიგენში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

16 მაი 202120:20
3 წუთის საკითხავი
 
ადიგენში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადიგენში, სოფელ შოყას მიმდებარედ გაჩენილი ტყის ხანძარი ჩააქრეს.

მათივე ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მოახერხეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყას მიმდებარედ ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო წიწვოვანი ტყის ქვედა საფარზე, ეკალბარდსა და გადაჭრილ ხის კუნძებზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. ხანძრის სიახლოვეს არ იყო დასახლებული პუნქტი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა