logo
ENG



ადიგენში ხანძარია, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია

16 მაი 202117:16
3 წუთის საკითხავი
 

ადიგენში ხანძარია. 

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ადგილზე ექვსი სახანძრო ჯგუფი მუშაობს და ამ დროისათვის ისევ ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

ხანძარი სავარაუდოდ 2 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ,  სოფლებში კვამლი დაახლოებით 12 საათისთვის შეამჩნიეს. 

ტერიტორია, სადაც, ხანძრის კერაა, რთული რელიეფის გამო მიუდგომელია. 

მეხანძრეებთან ერთად სამაშველო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები.


close დახურვა