logo
ENG



ადმინისტრაცია: ზურაბიშვილმა ალიევს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა

12 თებ 202414:32
3 წუთის საკითხავი
 
ადმინისტრაცია: ზურაბიშვილმა ალიევს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა
ვახო ქარელი/ფორმულა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა. 

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს მისალოცი წერილი 9 თებერვალს გაუგზავნა.

"საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციამ ეს განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე თქვა, რომ "პოლიტიკური სიბეცეა" საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან თავშეკავება აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის საპრეზიდენტო გამარჯვების მილოცვასთან დაკავშირებით თავშეკავება.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილს მისალოცი ტექსტი სოციალურ ქსელში - Facebook-სა და X (ყოფილ Twitter-ზე) არ გამოუქვეყნებია.

თეა წულუკიანის გარდა, თემაზე კომენტარი თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც გააკეთეს. მათ პრეზიდენტი გააკრიტიკეს.


close დახურვა