logo
ENG



ადმინისტრაცია: ო'ბრაიენის და პრეზიდენტის შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა, შინაარსი არაა საჯარო

14 მაი 202419:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/u1j4k4q0jqtapyl.png

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო'ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ-ნახევარი გაგრძელდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.

"საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა"- ნათქვამია განცხადებაში.

ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დღეს ის შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს.

გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილმა.


close დახურვა