logo
ENG



ადმინისტრაცია: პარლამენტმა უარი თქვა, სხდომაზე დიპლომატიური კორპუსი მოეწვია

18 ოქტ 202310:20
3 წუთის საკითხავი
 
ადმინისტრაცია: პარლამენტმა უარი თქვა, სხდომაზე დიპლომატიური კორპუსი მოეწვია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი თქვა, დღევანდელ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსი და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები მიეწვია.

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს, 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საკითხზე კენჭისყრა ბოლოს იქნება, მანამდე კი პროცედურა იმპიჩმენტის წარდგინების მომხსენებლის და პრეზიდენტის გამოსვლას, კითხვა-პასუხის რეჟიმსა და დასკვნით სიტყვას ითვალისწინებს.

16 ოქტომბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას პარლამენტში მისვლას აპირებს.


close დახურვა