logo
ENG



ადმინისტრაცია: როცა ხერსონის ტერიტორიაზე შევალთ, იქ მეორე ბუჩა დაგხვდება

14 ივლ 202221:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/14/ln3g1oaa53kqeom.jpg

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის დმიტრო ბუტრის განცხადებით, როცა უკრაინელი სამხედროები ხერსონის ტერიტორიაზე შევლენ, მათ მეორე ბუჩა დახვდებათ.

როგორც ბუტრიმ აღნიშნა, ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ქალაქიდან გასასვლელის ბლოკირებას აგრძელებენ.

"ყველამ ვნახეთ ბუჩა, ირპინი. დამიჯერეთ, არაადამიანები არიან. როცა ჩვენ შევალთ ხერსონის ტერიტორიაზე, მგონია, რომ იქ მეორე ბუჩას ვნახავთ. ისინი ჩადიან საშინელ დანაშაულს. თუ ისინი ცეცხლს უხსნიდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, კოლონებს, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ. მოქალაქეებს პირდაპირ ქუჩაში, გაურკვეველი მიმართულებით იტაცებენ, მერე კი ამ ადამიანებს მოკლულების ვპოულობთ და წამების კვალი აღენიშნებათ", - თქვა ადმინისტრაციის უფროსმა.

მანვე აღნიშნა, რომ რეგიონში პარტიზანების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.

***

რუსეთს კიევთან ახლოს მდებარე ქალაქი ბუჩა ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა დაკავებული. მას შემდეგ, რაც რუსებმა ქალაქი დატოვეს და ადგილზე უკრაინული მხარე შევიდა, აღმოჩნდა, რომ დამპყრობლებმა დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები. მათ ქუჩაში ესროდნენ. იპოვეს ცხედრები, რომლებსაც ხელები ჰქონდათ შეკრული და ზურგიდან იყვნენ დახვრეტილები. 

ბუჩაში აღმოაჩინეს მასობრივი სამარხები. გაძარცულია სახლები. ქალები ყვებიან, რომ მათ რუსი ჯარისკაცები აუპატიურებდნენ. არსებობს ამის ამსახველი ფოტომასალა, ასევე, დრონით გადაღებული კადრები, რომლებშიც ქუჩაში დახოცილი ცხედრები ჩანს. 

თუმცა, რუსეთი მტკიცებულებების არსებობას უარყოფს და ირწმუნება, რომ მათ ჯარისკაცებს დანაშაულები არ ჩაუდენიათ. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. დაიღუპა ასობით ათასი ადამიანი, ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი. 


close დახურვა