logo
ENG



ადმინისტრაცია: ღარიბაშვილი დეგნანს შეხვდა, ისაუბრეს უკრაინაში საომარ მოქმედებებზე

28 თებ 202220:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/28/w6mwptqho2wik8m.jpg

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრეს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, "ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და ხაზგასმით განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა და იქ საომარი მოქმედებების წარმოება სრულიად მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება".

"აღინიშნა საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის პოლიტიკურ დონეზე, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში. ელჩის შეფასებით, საქართველოს პოზიცია მკაფიო და ცალსახაა, რაც დასაფასებელია. საუბრისას, ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას, რაც ძლიერი გზავნილია ევროპული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევისკენ მიმართული ქმედებების წინააღმდეგ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა და აღინიშნა, რომ ეს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ელჩმა საქართველოს პრემიერმინისტრს გადასცა ვაშინგტონის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე აშშ-ის ფართო ორპარტიული მხარდაჭერა აქვს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა