logo
ENG



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსების მიერ გატაცებული მელიტოპოლის მერი ოკუპირებულ ლუგანსკშია

15 მარ 202202:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/buzwm0l8a52mmmx.jpg

ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსების მიერ გატაცებული მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ოკუპირებული ლუგანსკის ტერიტორიაზეა, სადაც მას "ტერორიზმის მუხლით ედება ბრალდება".

გარდა ამისა, დნეპროპრუდნის მერიც გატაცებულია ოკუპანტების მიერ, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ევგენი მატვეევის თქმით, დღეს ოკუპირებულ ბერდიანსკში საპროტესტო აქცია გაიმართა, ხოლო მელიტოპოლში ოკუპანტებმა მოსახლეობს ფედოროვის მხარდამჭერი აქციის გამართვის უფლება არ მისცეს.

11 მარტს უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მელიტოპოლის მერი რუსებმა გაიტაცეს. 12 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მელიტოპოლის გატაცებული მერი ცოცხალია, თუმცა რუსი ოკუპანტები მას აწამებენ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას აწამებენ, რათა აიძულონ გადაიღოს ვიდეო, სადაც მხარს უწერს რუსეთის საოკუპაციო ძალებს.


close დახურვა