ადმინისტრაციული დაკავება, როგორც ხელისუფლების იარაღი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ - ამ თემაზე დისკუსიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ.
მსჯელობა ბოლო დროს აქციებზე დაკავებული აქტივისტების მაგალითზე მიმდინარეობს. დისკუსიის ერთ-ერთი განსახილველი თემაა ის, თუ რამდენად ტენდენციურია აქტივისტების დაკავება იმისთვის, რომ მათი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს.