აეროპორტის გზაზე ავარიისას მეორე ადამიანი დაიღუპა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ინფორმაცია „ფორმულას“ თბილისის მიკროავტობუსების კომპანიაში დაუდასტურეს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მძიმეა მძღოლის მდგომარეობაც, რომელსაც ამ წუთებში ოპერაციას უტარებენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კახეთის გზატკეცილზე ტრაილერი და სამარშრუტო ტაქსი ერთმანეთს შეეჯახნენ. ავარიის შედეგად გარდაიცვალა 2 და დაშავდა 13 ადამიანი.