აეროპორტის საქმეზე გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა უდანაშაულოდ ცნო.
2019 წლის 11 დეკემბერს გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილს ორი პირი თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა, მომხდართან დაკავშირებით ბრალი გიგი უგულავას წარუდგინეს და ერთ-ერთი თავდამსხმელის, ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებოდნენ.
უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინეს, რაც ძალადობას გულისხმობს.