logo
ENG



ავარია ბარათაშვილზე - დაშავებულია 5 ადამიანი

28 ივლ 202022:47
3 წუთის საკითხავი
 
cr4vrbr4xyw6px0.jpg

ავარია ბარათაშვილზე - ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევისშედეგად 5 ადამიანი დაშავდა, საიდანაც ერთ-ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა. მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა