ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში, ბეტონის კედელს შეეჯახა. სამივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმის თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.