მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა. ავარიაში 3 ავტომობილი მონაწილეობდა.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.