ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ავარია მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა. მოქალაქე უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფორმულას უთხრა, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.