logo
ENG



ავარია რუსთავში - გარდაცვლილებს შორის 4 წლის ბავშვია

11 ნოე 201908:17
3 წუთის საკითხავი
 
c61myi4a3mdb69e.png

რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე მომხდარი ავარიისას ორი ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. გარდაცვლილები 4 წლის ბავშვი და შუახნის ქალი არიან. ერთ-ერთი დაშავებული 11 წლის მოზარდია. 4 პაციენტი მკურნალობას რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადის. მძიმეა დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სამი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. ისინი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

„შემოყვანილი არის ოთხი პაციენი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი მამაკაცი სამი ქალი. მდგომარეობა მამაკაცის არის მძიმე, არის პოლიტრავმა, ტრავმული შოკი, მრავლობითი მოტეხილობები. ამ წუთში პაციენტი აყვანილი საოპერაციო ბლოკში და უტარდება გადაუდებელი ოპერაცია. ქალბატონებიდან არის მოტეხილობები, თუმცა მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“,- განაცხდა ექიმმა, ირმა სულაქველიძემ.

 


close დახურვა