რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა.
ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთში ბავშვი იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.