მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ურეკში. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, 7 კი დაშავადა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ჯერ მიკროავტობუსს, შემდეგ კი ორივე ერთად სხვა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ერთ ერთ ავტომობილში მცირეწლივნებიც იმყოფებოდნენ. მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფიკებელია. დაშავებულები ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.