ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთი-ბეთანიის გზაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სახანძრო და საპატრულო მანქანები არიან მობილიზებული.
მომხდარი "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.