სოფელ ტიბაანთან ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ელექტრო განათების ბოძს შეეჯახა. მცირეწლოვანი ბავშვი ავტომობილში იმყოფებოდა.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.