გორში მომხდარი ავარიის შედეგად 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც „ფორმულას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.