logo
ENG



ავარიის შედეგად თბილისში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა

15 იან 202023:59
3 წუთის საკითხავი
 
c4xq9cmhgrxriz1.jpg

ვაშლიჯვარში მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ოთხი მგზავრი კი დაშავდა. დაშავებულები უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია და ამას ექსპერტიზა დაადგენს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


close დახურვა