თბილისის ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შენობის ავარიულობისა და ექსპერტიზის დასკვნის გამო სავარაუდოდ ჩერდება. მოსწავლეებსა და მშობლებს დღეს აცნობეს, რომ სწავლა 51-ე საჯარო სკოლაში, მეორე სმენაში გაგრძელდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მშობლებისა და მოსწავლეების უკმაყოფილებას იწვევს. მათი თქმით, განათლების სამინისტროს რამდენიმე ალტერნატიული ფართი შესთავაზეს, სადაც პირველ სმენაში სწავლის გაგრძელება გახდებოდა შესაძლებელი, თუმცა უწყებამ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა.
სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ექსპერტიზის აუცილებლობისა და მოსალოდნელი გადასვლის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლებმა ჯერ კიდევ სექტემბრიდან იცოდნენ. მშობლების ნაწილი სამინისტროსთან შეხვედრასა და ვითარების გარკვევას ითხოვს.
