logo
ENG



ავდიივკაში დაბომბვის შედეგად 5 თვის ბავშვი და ბებია დაიღუპნენ

01 აპრ 202311:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/01/8c7c2lybljgf8b2.jpg

დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში დაბომბვის შედეგად 5 თვის ბავშვი და ბებია დაიღუპნენ, მშობლები დაშავდნენ.

რუსეთს დაბომბვაზე არაფერი განუცხადებია.

ავდიივკა ფრონტის ხაზზე, დონეცკიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი გამუდმებით იბომბება, მასში არც ერთი ხელუხლებელი შენობა არ არის დარჩენილი. მშვიდობიან მოსახლეობას არაერთხელ მოუწოდეს ევაკუაციისკენ. უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე ქალაქში 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა - 2 ათასზე ნაკლები.


close დახურვა