logo
ENG



ავერსის კლინიკიდან გაქცეული 3 პატიმრიდან ერთ-ერთი დააკავეს

02 ნოე 202312:34
3 წუთის საკითხავი
 

ავერსის კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

პოლიცია კიდევ ორ პატიმარს ეძებს.

ფორმულას ინფორმაციით, სამივე პატიმარი არასრულწლოვანია.

***

1 ნოემბერს, თბილისში, ავერსის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. ინფორმაცია ფორმულას ავერსის კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, პატიმრები ბადრაგებს ჰყავდათ, რა დროსაც ისინი გაიქცნენ. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავდაპირველად გაქცეულ პატიმრებს პოლიციისთვის ჩაბარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "საშიში არაფერია" და მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება. მან უარყო ინფორმაცია ბადრაგის გატაცების შესახებ და თქვა, რომ ყველაფერს აკეთებენ გაქცეული პატიმრების დასაკავებლად. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა