logo
ENG



ავთანდილ თალაკვაძე ბონდო გოლეთიანზე: ჩვენ ვმეგობრობთ

10 მაი 202013:44
3 წუთის საკითხავი
 

გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი და პარლამენტის თავმჯდომარის ძმა ავთანდილ თალაკვაძე ბონდო გოლეთიანთან მეგობრობას ადასტურებს, თუმცა უარყოფს, რომ პირბადეების მსხვილი შეკვეთა სახელმწიფოსაგან გოლეთიანის კომპანიამ ამ ურთიერთობის წყალობით მიიღო.

ინფორმაცია, რომ გოლეთიანი პირბადეების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია, გუშინ გადაცემა "შაბათის ფორმულამ" გაავრცელა. ავთანდილ თალაკვაძემ კომენტარი წყალტუბოში გააკეთა, სადაც გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობა გახსნა. 

"გოლეთიანთან ვმეგობრობთ. კონკრეტულად ჩვენი სამსახური ამ შესყიდვებს არ ახორციელებს, თუმცა ყველგან იქნება სამართლიანობის პრინციპი დაცული. თქვენს ტელევიზიასაც შეუძლია უფრო დეტალურად გამოიკვლიოს ეს ამბავი, ვის რა ფასში აქვს მოწოდებული. ჩვენს სამსახურს არ შექმნია აქამდე პრობლემა აღჭურვილობის შესახებ, არცერთი დაინფიცირება არ მომხდარა პაციენტიდან. ყველა თანამშრომელი იყო რომელიღაც კლასტერიდან და ჩვენი თანამშრომლების უმეტესობა უკვე გამოჯანმრთელდა. დაახლოებით 40 ადამიანია დაინფიცირებული ჩვენთან", - აღნიშნა თალაკვაძემ. 


close დახურვა