ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის მამა, ავთანდილ წერეთელი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ქვეყნის დატოვების უფლებას ითხოვს.
ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ 21 თებერვალს ავთანდილ წერეთელს ავსტრიაში გამოკვლევები აქვს დანიშნული. უფლებადამცველმა შესაბამისი განცხადება ქვეყნის დატოვების უფლების მოსაპოვებლად, ქვეყნის მთავარ პროკურატურაში შეიტანა.
„21 თებერვალს მას პროცედურები აქვს დანიშნული ავსტრიაში ქალაქ ვენის კლინიკაში. წარმოდგენილია სათანადო მოსაწვევი. ვინაიდან მას შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიებასთან ერთადაც დამატებითი სახით ის, რომ პროკურატურის თანხმობის გარეშე არ უნდა დატოვო ქვეყნის ტერიტორია, ჩვენს მიერ წარმოდგენილ იქნა სათანადო მოთხოვნა, რათა ავთანდილ წერეთელს მიეცეს უფლება 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით სამკურნალოდ დატოვოს საქართველო“, - განაცხადა ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა.
ავთანდილ წერეთელს მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ფულის გათეთრებას ედავებიან.