logo
ENG



ავიაკატასტროფა პაკისტანში

22 მაი 202017:00
3 წუთის საკითხავი
 

ავიაკატასტროფა პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში. სამგზავრო თვითმფრინავი ჯინას საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, დასახლებულ კვარტალში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 108 მგზავრი ემსხვერპლა.

დაუდგენელია ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზიც. დისპეჩერებთან ბოლო დიალოგის დროს პილოტები ძრავასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობდნენ. ავიაკატასტროფის ადგილას მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც სამხედროებიც მონაწილეობენ.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილებიც. პაკისტანის ავიახაზების კუთვნილი „Airbus 320“ შიდა რეისს, ქალაქ ლაჰორიდან ასრულებდა. ავიაკატასტროფა ქვეყანაში ლოქდაუნის შემდეგ კომერციული რეისების აღდგენიდან რამდენიმე დღეში მოხდა.  


close დახურვა