logo
ENG



ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში შეზღუდვების მიუხედავად ანზაკის დღეს აღნიშნავენ

25 აპრ 202012:32
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიისა და მკაცრი შეზღუდვების ფონზე აღნიშნავენ ანზაკის დღეს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ისტორიაში პირველად ეროვნულ დღესთან დაკავშირებით თითქმის ყველა მასშტაბური ცერემონია გაუქმდა, თუმცა მოქალაქეებმა ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი საკუთარი სახლებიდან და ეზოებიდან მიაგეს.

დახურულ ცერემონიას კანბერის ომის მემორიალთან  ავსტრალიის პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. 1915 წლის 25 აპრილს ავსტრალიელი და ახალზელანდიელი ჯარისკაცები გალიპოლის ნახევარკუნძულზე გადასხეს. სწორედ 8-თვიანი ბრძოლების დროს დაღუპულებს იხსენებენ ამ დღეს ორი ქვეყნის მოქალაქეები. 

 

 


close დახურვა