logo
ENG



ავსტრალიასა და ტაილანდში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

01 მარ 202013:01
3 წუთის საკითხავი
 
djdjqgz2n95l4c1.jpg

ავსტრალიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლეთ ავსტრალიის შტატის ჯანდაცვის უწყების ოფიცერი ენდრიუ რობერტსონი ავრცელებს. მისი განცხადებით,  გარდაცვლილი 78 წლის კაცია, რომელიც საკრუიზო ხომალდ „დაიამონდ პრინცესის“ მგზავრი იყო. 

ცნობილია, რომ კორონავირუსით დაავადებულია გარდაცვლილის ცოლი, რომელიც ასევე გემზე იმყოფებოდა.

ამჟამად, ავსტრალიის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში დაავადების შემთხვევათა რიცხვი 27-მდეა გაზრდილი. მათგან 15 პაციენტი გამოჯანრმთელდა.

კორონავირუსის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ტაილანდშიც. ცნობილია, რომ  გარდაცვლილი 35 წლის კაცი. ამ ეტაპზე ტაილანდში ვირუსით დაინფიცირებულია 42 ადამიანი.

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულია თითქმის 87 ათასი ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელდა 42 ათასზე მეტი პაციენტი. გარდაცვლილთა რაოდენობა 2 975-ს შეადგენს. 

ჩინეთის გარდა, გარდაცვალების შემთხვევები ამ დროისთვის ფიქსირდება სამხრეთ კორეაში, ირანში, იტალიაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, საფრანგეთში, ფილიპინებში, ტაივანში, ტაილანდში, აშშ-სა და ავსტრალიაში.


close დახურვა