ავსტრალიაში გერმანელი სტუდენტი დააკავეს, რომელიც დაკეტილ მუზეუმში შეიპარა. სიდნეის მუზეუმში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ამიტომ აგვისტოდან დახურულია. სტუდენტმა შენობაში სწორედ ხარაჩოებიდან შეაღწია.
ის 40 წუთის განმავლობაში ათვალიერებდა დარბაზებს და დინოზავრების ექსპოზიციებთან სელფებს იღებდა. სასამართლოზე გაირკვა, რომ მუზეუმიდან მან კავბოის ქუდიც მოიპარა. ინციდენტი 10 მაისს მოხდა. სტუდენტი თავად ჩაბარდა პოლიციას და დანაშაულიც აღიარა.