ავსტრალიაში უპრეცედენტო მასშტაბის ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა, 7 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიას ახალ სამხრეთ უელსში უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ებრძვიან. ხანძრის ძლიერი კერების გამო სამაშველო ჯგუფები რამდენიმე დასახლებასთან მისვლას ვერ ახერხებენ. დამწვარია 150-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიის ზონაში 35 გრადუსიანი სიცხე და ძლიერი ქარია, რაც ხანძრის კიდევ უფრო გავრცელებას უწყობს ხელს.
ავსტრალიაში მაშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი გაიზარდა
09 ნოე 201914:34
3 წუთის საკითხავი