ავსტრალიაში რეკორდული სიცხეა. ვარაუდობენ, რომ ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ჰაერის ტემპერატურა მომავალ კვირას ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს. წინასწარი ინფორმაციით, ქვეყნის უმეტეს რეგიონებში ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.
ამჟამინდელი რეკორდი 50 გრადუსია, რომელიც 1960 წელს ავსტრალიის სამხრეთში დაფიქსირდა.
გაუსაძლისი სიცხისა და ძლიერი ქარის გამო ქვეყანაში ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხეც არსებობს. ნოემბრის შემდეგ ავსტრალიაში ერთი მილიონი ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა.