logo
ENG



ავსტრალიაში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

11 ნოე 201913:50
3 წუთის საკითხავი
 
in09qnfqdtpt1q3.jpg

ავსტრალიაში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ახალ სამხრეთ უელსში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ცეცხლს უკვე ემსხვერპლა 3 ადამიანი, 150-მდე საცხოვრებელი სახლი დამწვარია. შტატის პრემიერმა მეხანძრეებს უფლება მისცა ნებისმიერ მეთოდებს მიმართონ ადამიანების სიცოცხლის დასაცავად.

შტატში უახლოეს დღეებში ძლიერი ქარია გამოცხადებული, რის გამოც ალის გავრცელების საშიშროება კიდევ უფრო იზრდება.

 


close დახურვა