მასშტაბური ტყის ხანძრის გამო ავსტრალიის ხელისუფლება მოსახლეობას შობის დღესასწაულზე დაგეგმილი მგზავრობების გადადებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების შეფასებით, ახალი სამხრეთ უელსის შტატში კატასტროფული ვითარებაა და არსებობს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების საფრთხეც. რეკორდული სიცხისა და ძლიერი ქარის გამო სტიქიის ზონაში დღეს ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. დაკეტილია ცენტრალური მაგისტრალების ნაწილიც. ტყის ხანძრებს ავსტრალიაში სექტემბრის შემდეგ 8 ადამიანი ემსხვერპლა.
ავსტრალიაში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ
21 დეკ 201917:38
3 წუთის საკითხავი