ავსტრალიის იმ ქალაქებში, რომლებიც ხანძრის კერებთან ახლოსაა, ცა გაწითლდა. ცეცხლის ჩასაქრობად ოეპრაციაში უკვე ჩაერთნენ სამხედროები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით პროცესში სულ 3 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ხანძარს უკვე 23 ადამიანი და ნახევარი მილიონი ცხოველი ემსხვერპლა. განადგურებილია 5 მილიოზე მეტი ჰექტარის ტყის მასივი. ამ დროისთვის ქვეყანაში ხანძრის 150 კერაა. ალის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და სიცხე უწყობს.