ავსტრალიის ხელისუფლება და სამთავრობო ინსტიტუტები კიბერთავდასხმების სამიზნე არიან. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
სკოტ მორისონის თქმით, ავსტრალია ბოლო თვეების განმავლობაში ყველა სექტორში სახელმწიფო დონის გაძლიერებულ კიბერშეტევებს განიცდის, თუმცა კონკრეტულად რომელი ქვეყანა დგას საქმიანობის უკან, პრემიერ-მინისტრს არ დაუსახელებია.
მორისონის განცხადებით, მსგავსი ჰაკერული თავდასხმების შესაძლებლობები ბევრ სახელმწიფოს არ აქვს. ავსტრალიის პრემიერის განმარტებით, საფრთხის შესახებ საჯაროს საზოგადოებისა და ბიზნესების სიფრთხილის გაძლიერების მიზნით განაცხადა.