logo
ENG



ავსტრალიური მედია ცენზურის წინააღმდეგ გამოდის

21 ოქტ 201916:15
3 წუთის საკითხავი
 
3b9yndakpt0nrv2.png

ავსტრალიური მედია ცენზურის წინააღმდეგ გამოდის. ქვეყნის ყველაზე მსხვილი გაზეთები ხელისუფლებას ინფორმაციის დამალვის მცდელობაში ადანაშაულებენ.

გამოცემებმა ერთობლივი აქცია დაგეგმეს და თითქმის ყველა მსხვილი გაზეთი შავად გადაფარული, ცენზურის მიერ რედაქტირებული პირველი გვერდით გამოვიდა.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებში მომხდარი ტეროსტული აქტის შემდეგ ავსტრალიამ 70-მდე კანონი მიიღო, რომლებიც მედიის თავისუფლებაზეც აისახა. მათი თქმით, სწორედ ამ კანონის გამო გასაიდუმლოებულია არა მხოლოდ სამხედრო ინფორმაცია, არამედ ინფორმაცია სოციალური მომსახურებების შესახებაც.


close დახურვა