logo
ENG



ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

26 ივნ 202113:27
3 წუთის საკითხავი
 
ევროკავშირის დელეგაცია

ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ვიზიტის ამსახველ ფოტომასალას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

ალექსანდრ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბუგდან აურესკუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას გაეცნენ.

ევროპელი მინისტრები საქართველოს გუშინ გვიან ღამით ეწვივნენ. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მინისტრების ვიზიტი ჯოზეფ ბორელის დავალების სრულდება.


close დახურვა